დონალდ ტრამპი წლის ადამიანად კიდევ ერთხელ აღიარეს. ამჯერად ეს ტიტული არჩეულ პრეზიდენტს „ფაინანშალ თაიმსმა“ მიანიჭა. „არჩევნებამდე ბევრი ფიქრობდა, რომ ტრამპის გამარჯვება შეუძლებელი იყო, თუმცა ეს მოხდა. დონალდ ტრამპმა პოლიტიკური თამაშის წესები შეცვალა,“-ნათქვამია „ფაინანშალ თაიმსის“ პუბლიკაციაში. მანამდე ტრამპი წლის ადამიანად გამოცემა „თაიმმა“ აღიარა.