ალეპოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ ასადის არმიის გენერალმა ზაიდ ალ-სელეჰმა განაცხადა. მისივე თქმით, ამბოხებულები არჩევანის წინაშე დგანან. მათ ან იარაღი უნდა დაყარონ ან გარდაუვალი სიკვდილი ელით. ამბოხებულებმა კონტროლი თითქმის მთელ ქალაქზე დაკარგეს. ბოლო 3 დღის განმავლობაში იარაღი 100-ზე მეტმა მებრძოლმა დაყარა.