ავიაკატასტროფა თურქეთში. გვიან ღამით დიარბაქირში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინციდენტი სასწავლო ფრენისას მოხდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ქურთებით დასახლებულ პროვინციაში თურქეთის უმსხვილესი სამხედრო ბაზაა განთავსებული, საიდანაც ავიადარტყმები ჩრდილოეთ ერაყში ქურთული დაჯგუფებების პოზიციებზე ხორციელდება.