თურქეთმა სტამბოლის ტერაქტები ობიექტურად უნდა გამოიძიოს, ისე, როგორ ეს სამართლებრივ სახელმწიფოს შეეფერება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მასშტაბური ტერორისტული აქტები სტამბოლში 10 დეკემბრის ღამეს განხორციელდა, რასაც 44 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციამ ტერაქტების შემდეგ ქურთულ დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავა.