ინგლისის სასამართლომ გეი-პარტნიორის მკვლელობაში ბრალდებულ სტეფანო ბრიცის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 50 წლის ბრიციმ დანაშაული უკვე აღიარა. ბრალდებულის მტკიცებით, დანაშაულის ჩადენისას ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სექსუალური პარტნიორი ბრიცმა ინტერნეტით გაიცნო. სექსუალური თამაშების დროს მას გორდონ სემპლი შემოაკვდა, რის შემდეგაც გარდაცვლილის სხეული დაანაკუწა.