დნესტრისპირეთის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ვადიმ კრასნოსელსკი ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, მას ამომრჩეველთა 69,8 პროცენტმა დაუჭირა მხარი. დეფაქტო პრეზიდენტს, ევგენი შევჩუკს კი ხმა ელექტორატის 18,8 პროცენტმა მისცა. შევჩუკის მსგავსად, კრასნოსელსკიც რუსეთთან ინტეგრაციის ინიციატივით გამოდის.