ნიგერიაში ტერაქტების მოსაწყობად მცირეწლოვან ბავშვებს იყენებენ. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ მაიდუგურიში თავი 7 და 8 წლის გოგონებმა აიფეთქეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა. ტერაქტი ადგილობრივ ბაზარში განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ბოკო ჰარამის“ ისლამისტურმა დაჯგუფებამ აიღო.