"სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი პარიზში მოძრაობა ~ერთიანი საქართველოსთვის~ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ~სამართლიანი საქართველოსთვის~ პრესამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და ოპოზიციურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. მათივე ინფორმაციით, ნოღაიდელისა და ოქრუაშვილის შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.