გერმანიაში საქართველოს საელჩო ქალაქის გარეუბნიდან ბერლინის ცენტრში საელჩოების კვარტალში გადავა. რისთვისაც ბიუჯეტი საგარეო საქმეთა სამინისტროს 2,6 მილიონ ლარს გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი 215 მილიონით იზრდება. სწორედ გაზრდილი ბიუჯეტიდან გამოეყოფა საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული თანხა საელჩოს შენობის ბერლინის ცენტრში საელჩოების კვარტალში შესაძენად. თუცმა, აღსანიშნავია ისიც, რომ პეტრიაშვილის განმარტებით, ეს არის ტექნიკური საკითხი, ვინაიდან საქართველოს საელჩოს შენობა გააჩნია ბერლინის გარეუბანში. ამ შენობას ყიდის და აღნიშნული თანხა შევა ბიუჯეტის შემოსავლებში და, შესაბამისად, ახალი შენობის საყიდლად აღნიშნული თანხა უნდა დაფიქსირდეს ბიუჯეტის გასავლის ხარჯებში.
შენობის გაყიდვამდე ბიუჯეტიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა აღნიშნული თანხა საელჩოს შენობის შესაძენად. პეტრაიშვილის თქმით, სწორედ ამ ფასად გაიყიდება ის შენობა, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია და აღნიშნული თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდება