რუსეთის ვიცე-პრემიერი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ბრალდებას უარყოფს. ვიტალი მუტკოს თქმით, ვადას ბრალდება არარეალურია, რადგანაც ამდენ სპორტსმენს არ შეიძლებოდა დოპინგ-ტესტი ჩაეგდო. საგანგებო დასკვნა სააგენტომ გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სოჭში დოპინგ-ტესტი ათასამდე რუსმა სპორტსმენმა ჩააგდო, თუმცა ექსპერტიზის მონაცემები გაყალბდა.