ანტიტერორისტული ოპერაცია ჰოლანდიაში. როტერდამში პოლიციამ 30 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ქალაქში მასშტაბური ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა. მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.