სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. ბუბაქერ ჰაკიმი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა. ავიადარტყმა რაკაში 26 ნოემბერს განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ისლამისტი დაიღუპა. ალ-ჰაკიმი ფრანგულ სატირისტულ ჟურნალ შარლი ებდოზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.