გაეროს გენერაულმა ასამბლეამ სირიაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანადის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 13-მა ქვეყანამ მისცა, 36-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ირანმა, სირიამ და ბელარუსმა. დოკუმენტის თანახმად, სირიაში სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს და ქალაქებსა და დასახლებულ რაიონებზე ალყა უნდა მოიხსნას. ბლოკადა უნდა მოეხსნას ქალაქ ალეპოსაც, სადაც ბოლო 26 დღის განმავლობაში 800-მდე ადამიანი დაიღუპა.