1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი დოპინგს იღებდა. ამის შესახებ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი.
დოკუმენტის ავტორის, რიჩარდ მაკლარენის თქმით, სოჭის ოლიმპიადის 44 პრიზიორიდან 12-ის დოპინგ-ტესტი გაყალბებულია. ასევე გაყალბდა ექვსი პარაოლიმპიელის ანალიზები.
როგორც კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, 96 სპორტსმენის ტესტები ექსპერტიზამ ხელახლა შეისწავლა და აღამოჩნდა, რომ ისინიც შეცვლილია.
6 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა გაახანგრძლივა. კომიტეტის წევრებმა სპორტის ზამთრის სახეობების საერთაშორისო ფედერაციებს მოუწოდეს, რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგემილი შეჯიბრებებისთვის მზადება შეაჩერონ.