10-11 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უკრაინას, სადაც დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსტანტინე გრიშენკოსთან, ასევე ქვეყნის სხვა უმაღლეს პირებთან.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.