ხარკოვში გამართულ მსოფლიოს საკლუბო თასის ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ირანელ მასუდ ესმაელპურს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
ირანელმა რამდენჯერმე აშკარად განზრახ მოარტყა ხელი სახეში ხინჩეგაშვილს. ქართველმა სპორტსმენმა საბოლოოდ თავი ვეღარ შეიკავა და მეტოქეს დაარტყა. ინციდენტის გამო ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოხსნეს.