მსოფლიო მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ზედიზედ მესამედ, 65 წელს გადაცილებულ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. გაფრინდაშვილი საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა. ტურნირი ჩეხეთში გაიმართა. 9 შესაძლო ქულიდან, გაფრინდაშვილმა 8 მოაგროვა და რუს ელენა ფატილიბეკოვას ნახევარი ქულით გაუსწრო. ბრინჯაოს მედალი კი თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა. მის აქტივში 6,5 ქულაა.