გარეთ საუთგეითი ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დროებითი მწვრთნელი აღარ იქნება. მას ნაკრებთან 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. საუთგეითის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა მალტისა და შოტლანდიის ნაკრებები დაამარცხა, სლოვენიასთან კი ფრედ ითამაშა. 46 წლის სპეციალისტმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ელარდაისი შეცვალა, რომელიც ნაკრებს 2 თვე წვრთნიდა.