აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი დღეს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება. მხარეები მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების ე.წ. შეთანხმების რეალიზების საკითხს განიხილავენ. საუბარი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც შეეხება. ბოლოს ხაჯიმბა პუტინს თებერვალში შეხვდა.