2009 წელს საქართველოში სტუდენტთა რაოდენობა 50 პროცენტით შემცირდა, _ განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ. სტუდენტთა რაოდენობის შმცირების მიზეზად, კუკავამ სწავლის გადასახადის გაზრდა და სახელმწიფო გრანტების მოპოვების პროცედურის გართულება დაასახელა.
"მართალია, განათლების სფეროს დაფინანსება გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა, მაგრამ თანხები სტუდენტებამდე ვერ აღწევს და მისი ძირითადი ნაწილი ადმინისტრაციას ხმარდება", _ განაცხადა კუკავამ და აღნიშნა, რომ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლის საფასური 600-დან 4000 ლარამდე გაიზარდა. სახელმწიფო დაფინანსების 30-პროცენტიანი წილი კი, ბევრს ვერაფერს ცვლის და სტუდენტებს უჭირთ თანხის გადახდა. "100-პროცენტიან დაფინანსებას მოპოვება კი გართულებულია".
"ტესტები ყოველწელს იცვლება და მას ხელოვნურად არეგულირებენ, რათა ბევრმა სტუდენტმა ვერ მოიპოვოს სახელმწიფოსგან სრული დაფინანსება. თუ წინა წლებში სახელმწიფო 9000-ზე მეტ სტუდენტს სრულად აფინასებდა, ახლა მხოლოდ 1000-ს აფინანსებს", _ აღნიჭშნა კუკავამ.