მადრიდის რეალის თავდამსხმელი გარეთ ბეილი კლუბს 3 თვე ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს. გავრცელებული ინფორმაციით, უელსელმა ტერფის ოპერაცია გაიკეთა. ტრავმა მან სპორტინგთან მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში 27 წლის თავდამსხმელმა 15 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაცაა.