ბოლო 24 საათის განმავლობაში ნავთობის ფასი 8 პროცენტით გაიზარდა. Brent-ის მარკის საწვავეს ღირებულებამ დღეს დილით 51,13 დოლარი შეადგინა, WTI-ის საწვავის ფასი კი ბარელზე 48,77 დოლარით განისაზღვრა. შავი ოქროს ღირებულების დაცემას ბირჟის ანალიტიკოსები ოპეკის დღევანდელ სხდომას უკავშირებენ, რომელზეც ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა შესაძლოა მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება მიიღონ.