ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი კატასტროფულად გახდა. გამოცემა Radar Online-ის ინფორმაციით, მსახიობი ამჟამად 34 კილოგრამს იწონის. ამავე წყაროს თანახმად, ჯოლი ბრედ პიტთან განშორებამ და ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა დეპრესიაში ჩააგდო. განსაკუთრებით კი ის გამოძიების ფედერალური ბიუროს გადაწყვეტილებამ აანერვიულა, რომლის თანახმადაც პიტი უფროს ვაჟთან უდიერ მოპყრობაში აღარ არის ეჭვმიტანილი. „როდესაც ანჯელინამ FBI-ის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, თმას იგლიჯავდა. ის ნამდვილ ცოფიანს ჰგავდა,“-წერს გამოცემა.