საქართველოს "სიცილის დედოფალი" მზია კვირიკაშვილი თბილისში ჩამოიყვანეს. კიევი-თბილისს თვითმფრინავი აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
აშშ-იდან უკრაინაში, შემდეგ კი სამშობლოში ჩამოფრენილ "სქართველოს სიცილის დედოფალს" აეროპორტში ახლობლები, მეგობრები და ექიმები დახვდნენ.
"ქალბატონი მზია უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ მან დაჟინებით მოითხოვა, რომ თავის საცხოვრებელ სახლში გადაგვეყვენა და ჩვენც მისი ნების მიხედვით ვმოქმედებთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდ "მომავლის გზის" ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მზია კვირიკაშვილი, რომელიც აშშ-ში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე აღმოჩნდა. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისათვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, გადაწყდა მისი საქართველოში გადმოყვანა.
კვირიკაშვილის დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიზე უკვე სამი ათას ლარზე მეტია ჩარიცხული.
კინწურაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მზია კვირიკაშვილს თანადგომას მრავალი ადამიანი და კომპანია გაუწევს, მით უფრო, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც მის მკურნალობას სოლიდური სახსრები დასჭირდება.
შეგახსენებთ მზია კვირიკაშვილის დასახმარებლად გახსნილი ანგარიშის ნომერს:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; კოდი - 220101502; ანგარიშის # 149043300