ტენესის შტატში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლო 2 დღის წინ ტყის მასივს გაუჩნდა და ათობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 14-მა კი სხეულის სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო. ხანძარმა 250-მდე სახლი გაანადგურა. ქალაქ გატლინბურგიდან 14 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.