"ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა "ქართულ ოცნებასთან" ჯიბრი, არამედ ქვეყნის ინტერესებზე ფოკუსირება. დღეს ქვეყნის ინტერესებშია ის რაზეც ჩვენ მათ ვუსვამდით კითხვებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ელენე ხოშტარია ტელეკომპანია "პირველთან" აცხადებ. მისი თქმით, მათი გაჩუმება შეურაცხყოფითაც შეუძლებელია.
"სერგის(რატიანის) გამოსვლაში იყო კონკრეტული თემები გარდა პოლიტიკური თემებისა იყო ეკონომიკური რეკომენდაციები, რა არის აუცილებელი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეკონომურად დავძლიოთ ეს გამოწვევები.
თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ გავჩუმდებით და იმ შეურაცხყოფის ენით რასაც ისინი მიმართავენ ამითი ჩვენ გაგვაჩუმებენ, ამაში ნამდვილად ცდებიან. ამასთანავე ჩვენი არგაჩუმების ნაწილი იქნება, ის რომ კონკრეტული ხედვა გვაქვს თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.