მონტენეგროს პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრი დუშკო მარკოვიჩი პირობას დებს, რომ 2017 წლის ბოლომდე მთავრობა ნატოში ინტეგრაციის პროცესს მთლიანად დაასრულებს. 16 ოქტომბრს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მარკოვიჩის სოციალისტთა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა 81-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა ვერ მიიღო. სოციალისტებმა სოციალ-დემოკრატებთან და მცირე პარტიებთან გაერთიანებით კოალიცია შექმნეს.