სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ბედი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. მორიგ ტელემიმართვაში პან კინ ხემ ღიად განაცხადა, რომ გადადგომისთვის მზად არის. ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას უკვე თვეზე მეტია ითხოვს. ამის მიზეზი კი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც პრეზიდენტის მეგობარი ქალი ჩხვე სუნ სილი ფიგურირებს. პროკურატურამ მას ბრალდება უკვე წაუყენა.