კრასნოდარის საფეხბურთო კლუბმა პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, ზენიტის დამარცხება გასახდელში იზეიმეს. განსაკუთრებული ოვაციებით ისინი თორქნიკე ოქრიაშვილს შეხვდნენ, რომელმაც შეხვედრის 94-ე წუთზე ზენიტის კარში მაკრატელა დარტყმით ბრწყინვალე ბურთი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.