კოლუმბიაში ავიაკატასტროფას მხოლოდ 6 ადამიანი გადაურჩა. მძიმედ დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. კატასტროფისას თვითმფრინავში 81 ადამიანი, მათ შორის, ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, შაპეკოენსეს ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი დღეს დილით ბოლივიის საზღვართან ჩამოვარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი დგინდება.