კანადამ რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები გაამკაცრა. ე.წ. „შავ სიაში“ დამატებით 15 ადამიანი შეიყვანეს. მათ შორის ანექსირებული ყირიმის 6 დეპუტატი მოხვდა. კანადის ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არ ცნობს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.