ოჰაიოს ინციდენტი ამოწურულია. თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს. ის 18 წლის სომალელი ლტოლვილი, უნივერსიტეტის სტუდენტი აბდულ რაზას არტანია, რომელიც დილის 10 საათზე უნივერსიტეტის ეზოში მანქანით შეიჭრა და რამდენიმე სტუდენტი გაიტანა. ამის შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა და დანით კიდევ რამდენიმე სტუდენტი დაჭრა. თავდასხმის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.