ლონდონს პოლიტიკურ არენაზე იზოლაციის არ ეშინია. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა BBC Todey-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ბევრი საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ბრიტანეთი რუსეთთან პირისპირ შეიძლება დარჩეს. წინასაარჩევნო კამპანიისას ის პუტინის მიმართ სიმპატიას გამოხატავდა, თუმცა ვფიქრობ, წინასაარჩევნო კამპანია რეალური პოლიტიკისგან განსხვავდება. რეალურად, ამერიკის ყველა ადმინისტრაცია რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობდა. რუსეთთან დიალოგი შეიძლება, თუმცა არ შეიძლება რუსეთს ისე ვესაუბროთ, როგორც თანასწორ პარტნიორს და თვალი დავხუჭოთ იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად არსებობს,“-აღნიშნა ფელონმა.