უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ირწმუნება, რომ მაიდანზე სისხლისღვრა არ სურდა. ამის შესახებ მან ვიდეოდაკითხვაზე განაცხადა.
„მე მუდმივად ვცდილობდი, კრიზისი მშვიდობიანი გზით მომეგვარებინა, ვმართავდი შეხვედრებს ოპოზიციასა და რადიკალებთან, ვმუშაობდი 24 საათი. ოპოზიცია კი მეუბნებოდა, რადიკალებს ვერაფერს უხერხებდა. საბოლოოდ ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ მაიდანზე ძალა იქნა გამოყენებული,“-აღნიშნა იანუკოვიჩმა, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მიერ სახელმსიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.