არგენტინის ეროვნულმა საჩოგბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად დევისის თასი მოიგო. არგენტინელებმა ფინალში ხორვატები 3:2 დაამარცხეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ფედერიკ დელბონისმა ივო კარლოვიჩს 6:3, 6:4, 6:2 მოუგო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. მანამდე არგენტინა დევისის თასის ფინალში 4-ჯერ, 1981, 2006, 2008 და 2011 წლებში გავიდა. ხორვატებმა კი დევისის თასი 2005 წელს მოიგეს.