"2010 წელს იმაზე მსჯელობა მიიღებს თუ არა საქართველო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას ნაადრევია", - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განცხადა.
მისი შეფასებით, ოლიმპიური თამაშები პოლიტიკისგან და სახელმწიფო ჩარევისგან ძალიან შორისა, თუმცა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ომის შემდეგ, რასაც კრემლის მხრიდან ქვეყნის 20% ოკუპაცია მოჰყვა სოჭის ოლიმპიადამ სხვა დატვირთვა შეიძინა.
"2010 წელს იმაზე მსჯელობა საქართველო მიიღებს თუ არა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას ნაადრევია. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ეს გაუმართლებელია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ 2014 წლისთვის ეს რეალობა 100% არ შენარჩუნდება. რაც შეეხება სხვა ქვეყნების პოზიციას, ეს მათი გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ უსაფრთხოების ასეთი ნორმების დაცვის გათვალისწინებით მასში მონაწილეობის მიღება", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
ამასთან, მისვე თქმით, ქართული მხარე ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებითა დაკავებული ვიდრე 2014 წელს მონაწილეობის მიღება არ მიღების საკითხი. კერძოდ კი, საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროდან ინერტული მასალების და ტრანსპორტის უკანონო გამოყენებაზე ადექვატური რეაგირება მოახდინოს.