ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში ქართული მხარე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებულ ვანდალური აქტების აღკვეთის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში განსაკუთრებული პრინციპულობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების და მასში სამშვიდობო მისიების ჩართულობის საკითხს დააყენებს, ასევე შეხვედრაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებს დააყენებს. ამასთან, განსაკუთრებით ხაზგასმით მოვითხოვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ განხორციელებული ვანდალური აქტების შეწყვეტას", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში ცხინვალის მიმართულებით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის სრულფასოვან ამოქმედების საკითხებიც განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მე-11 რაუნდი ხვალ, 8 ივნისს გაიმართება.
ქართული მხარე ჟენევაში ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებულ ვანდალური აქტების აღკვეთის საკითხს დააყენებს
თბილისი.07.06.10."ჯი-ეიჩ-ენი". ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში ქართული მხარე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებულ ვანდალური აქტების აღკვეთის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.