საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი შეაჯამა.
როგორც ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუმინეთში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიტი წამატებული და შედეგიანი იყო, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ორმხრივ და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ ცალსახად დაფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ასევე დახმარება აღგვითქვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
მისვე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო-ტექნიკურ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.
"პრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვან ეკონომიკური პროექტის პერსპექტივებზე იმსჯელეს, როგორიცა საქართველო-რუმინეთი-აზერბაიჯანის ინიციატივა, რომელიც თხევადი გაზის ტრანსპორტირების საკითხს ეხება", - განაცხადა ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში 2-4 ივნისს იმყოფებდა.