ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება. მერსისაიდელების შემადგენლობაში ჯერარდი 1998-2015 წლებში გამოდიოდა. ამის შემდეგ კი ლოს-ანჯელეს-გელაქსის მაისური მოირგო. 36 წლის ფეხბურთელს კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტი უკვე ამოეწურა.