დღეს დილით, თბილისში, ვარკეთილის რაიონის ერთ-ერთ 5-სართულიანი კორპუსის 1-ელ სართულზე, აფეთქება მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განზრახ გამოიწვია. სამართალდაცავები და მეზობელები აფეთქების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. პირველი ვერსიის მიხედვით, სახლში მყოფი ნავთით სავსე ჭურჭელი აფეთქდა, ხოლო მეორე ვერსიის თანახმად, გაზით სავსე ბალონი აფეთქდა.
თავად ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აფეთქება 28 წლის გიორგი ელიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც სულიერად ავადმყოფია და რამდენიმე დღის განმავლობაში იმუქრებოდა, რომ სახლს ააფეთქებდა.
აფეთქების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. სამართალდამცავები ეჭვმიტანილ გიორგი ელიკაშვილსაც ეძებენ.