დღეს, 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში კენჭისყრის წინასწარი შედგებით გამარჯვებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არჩევნებზე გამოყენებული სახსრების ანგარიში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს.
საარჩევნო კანონის თანახმად, საჭიროა, ცესკოში წარდგენილ დოკუმენტს თან აუდიტის დასკვნა უნდა ჰქონდეს დართული. ასევე მითითებული უნდა იყოს საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრები წყარო.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის წარდგენა ცესკოში წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებულ მერობის კანდიდატს და მაჟორიტარ კანდიდატებსაც ევალებათ.