შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდს, ზლატან იბრაგიმოვიჩს სამშობლოში ძეგლს დაუდგამენ. ამის შესახებ შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება. 2,7 მეტრიანი ქანდაკება სტოკჰოლმის ცენტრში, ფრენდს-არენასთან დაიდგმება. სტოკჰოლმის მერიის გადაწყვეტილებას ფეხბურთელი უკვე გამოეხმაურა.
„ეს ჩემთვის დიდი პატივია. როგორც წესი, ძეგლებს გარდაცვლილებს უდგამენ. ოდესმე მეც მოვკვდები, მაგრამ ჩემი მონუმენტი დარჩება,“-განაცხადა იბრაგიმოვიჩმა.
35 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა წელს დაასრულა. შვედეთის მაისურით მან 116 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.