დღეს, 7 ივნისს, საქართველოს პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად განაახლებს. საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათის ტრადიციული ბიუროს სხდომა გაიმართება. ასევე კვირის განმავლობაში სავარაუდოდ სესიებიც განახლდება.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს მთავრდება, თუმცა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის გაგრძელება ივლისის ბოლომდე დაავალა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ე.წ. ერთვიან შვებულებაში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გავიდა.