დღეს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
"დღეიდან ჩვენს მხარდამჭერებს და ამომრჩეველს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებშიც შევხვდებით. პირველ რიგში გვინდა, რომ ჩვენს მხარდაჭერებს მადლობა გადავუხადოთ და მეორე რიგში მოვემზადოთ ხელისუფლების მთლიანად და სრულად ხელში აღებისთვის", - განუცხადა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამასთან, პარტიის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" ნდობის საკმაოდ დიდ მანდატი მოიპოვა, რაც მათ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებთ.
"ჩვენ გაორმაგებული ძალით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას სამუშაო ადგილების შექმნისა და დაბალი ტარიფებისთვის", - აღნიშნა თარგამაძემ.