2010 წლის 6-9 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა, სადაც 8 ივნისს თავის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის შეხვდება.
აღნიშნული ვიზიტის მიზანია საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, კერძოდ ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიონსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ბერნარ კუშნერთან.
8 ივნისს პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციაზე დამსწრე მსურველთა რაოდენობა 500 კაცს აღემატება.
საქართველოს პრეზიდენტი, ასევე მიიღებს მონაწილეობას პარიზში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გამართული სხვადასხვა ღონისძიებების დახურვაში.
აღნიშნული ვიზიტის დროს, 7 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და საფრანგეთის ეკოლოგიისა და ენერგეტიკის მინისტრი ჟან-ლუი ბოროლო ხელს მოაწერენ განზრახულებათა ერთობლივ დეკლარაციას. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ქართულ-ფრანგული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.