"რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იმისთვის აღიარა, რომ მომავალი კონფლიქტი თავიდან აიცილოს", - ამის შესახებ განაცხადება რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი ივანოვმა სინგაპურში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვლისას გააკეთა.
რუსეთის ვიცე პრემიერის შეფასებით, კრემლის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება არის იმის გარანტია, რომ აგრესია აღარ განმეორდება.
"ამ რეგიონებში მყოფი რუსი მშვიდობის მყოფელები 15 წლის განმავლობაში სტაბილურობის და უსაფრთხოებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. მაგრამ 2008 წელს რუსეთი იძულებული გახდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ზომები მიეღო", - აღნიშნა ივანოვმა.