დღეს "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი უკრაინაში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შაშიაშვილი კიევში ქართული კულტურის პროპაგანდის ცენტრის შექმნის საინიციატივო ჯგუფს შეხვდება, ასევე შეხვედრები დაგეგმილია საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსულ ქართველთა ჯგუფთან.
ვიზიტის პროგრამაში "თეთრების" ლიდერი ქართული დიასპორების წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე დაგეგმილია აფხაზებთან და ოსებთან დიალოგიც. შეხვედრები კიევში, მინსკში და სავარაუდოდ ვლადიკავკაზშიც გაიმართება, სადაც მხარეები საკონსულტაციო შეხვედრების კონსტიტუციის რეფერენდუმის წესით მიღების, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საერთო სახალხო რეფერენდუმით ორგანიზების საკითხებს განიხილავენ.
უკრაინაში შაშიაშვილის ვიზიტი სამ დღეს გასტანს. ვიზიტის შედეგები "თეთრების" დამფუძნებელთა საბჭოს სხდომაზე 10 ივნისს, ხოლო 11 ივნისს ბრიფინგზე შეჯამდება.