რუსეთმა სეპარატისტულ აფხაზეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეგი ლავროვმა და სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ მოაწერეს ხელი.
"აღნიშნული შეთანხმება უვიზო რეჟიმის შესახებ ითვალიწინებს ორი ქვეყნას შორის ორივე ქვეყნების მოქალაქეების მიმოსვლას 90 დღემდე პერიოდში",_ იუწყება რუსული მედია. მათივე ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იქნება რუსეთისა და აფხაზეთის მხრიდან არა მხოლოდ დიპლომატიური, სამსახურებრივი, საზღვარგარეთის არამედ, შიდა პასპორტებითაც",_ აცხადებს სერგეი ლავროვი.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება მოქმედებას მისი ხელმოწერის შემდეგ 30 დღის ვადის გასვლის შემდეგ დაიწყებს.