ლიონელ მესი კატალონიურ ბარსელონასტან კონტრაქტს სავარაუდოდ აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ სპორტული გამოცემა Marca იტყობინება. არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი 2017/18 სეზონის დასასრულს უმთავრდება. ის, რომ ბარსას მისი შენარჩუნების პრობლემა აქვს, გასულ კვირას კატალონიელთა პრეზიდენტმა ჟიზეპ ბერტომეუმაც დაადასტურა. არგენტინესი დღეისათვის 250 მილიონ ევროდ არის შეფასებული.