ხვალ, 5 ივნისს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი" და "საქართველოს მწვანე ავტოკლუბი" კამპანია "პარტნიორობა გარემოს დაცვისთვის" ფარგლებში, ატარებს ავტომობილების გამონაბოლქვის ნებაყოფლობით, უფასო შემოწმების აქციას.
აქცია გაიმართება "მაჰას" სადიაგნოსტიკე სადგურში (აღმაშენებლის ხეივანი, "ტოიოტას" ცენტრის გვერდით). აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და ავტომობილის გამონაბოლქვის უფასო კონტროლით, თავისი წვლილი შეიტანოს დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის დაცვის საქმეში.